2024 შეიძლება და უნდა იყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის წელი, ეს არის შესაძლებლობა და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ ბერლინში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
შოლცმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, რომ აუცილებელ კომპრომისებზე წასასვლელად ნება და გამბედაობა გამოიჩინონ.
„რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი და ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად, ამის შანსები იმაზე უკეთესია, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა. სწორედ ამიტომ, სწორია, რომ ახლა პირდაპირი პირადი კონტაქტი გაქვთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან. მიუნხენში ჩვენს ბოლო შეხვედრაზე ორივემ დამარწმუნეთ, რომ გადაუწყვეტელი საკითხები მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარდება“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press